კომპანია „ბემონის“ მმართველი პარტნიორის გიორგი მირცხულავას შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის თავის საქმეში, რაც შეიძლება მეტი, პროფესიონალი ადამიანი სჭირდება.
ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის ტრადიციულ კითხვას. ბიზნესმენი ფიქრობს, რომ საუკეთესო შედეგების მისაღწევად, იმ მიმართულებით უნდა ვკონცენტრირდეთ, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის - გიორგი მირცხულავამ მაგალითად ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მოიყვანა.
„როდესაც შემდუღებელი გვეყოლება პროფესიონალი, როდესაც ექიმი გვეყოლება პროფესიონალი, როდესაც ჟურნალისტი გვეყოლება პროფესიონალი, როდესაც სპორტსმენი გვეყოლება პროფესიონალი, განვვითარდებით და ბევრი წარმატებაც გვექნება. მთავარია, ვიმუშაოთ ჩვენ თავზე და ვისწავლოთ ყოველდღიურად; ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაც კარგად გამოგვდის.
#წერტილი უნდა დაესვას და უნდა შევეშვათ თავზე ფერფლის დაყრას, რომ არაფერი გამოგვივა. უნდა ვისწავლოთ, ვიშრომოთ და წინ წავიწიოთ. რა თქმა უნდა, გზაზე შეცდომასაც დავუშვებთ, მაგრამ ბევრი წარმატებაც გვექნება. მომწონს ერთ-ერთი სპორტული მწვრთნელის გამონათქვამი - ან ვიმარჯვებთ, ან ვსწავლობთ. სწავლაც ბევრი იქნება, მაგრამ ეს მოიტანს გამარჯვებასაც“, - თქვა გიორგი მირცხულავამ.