მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TBC Bank Uzbekistan ქვეყნის TOP-3 საბანკო ბრენდს შორის დასახელდა

თიბისი უზვეკეთი
04.11.25 14:38
545

TBC უზბეკეთის ციფრული საბანკო ეკოსისტემის ნაწილი, TBC Bank Uzbekistan, ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ციფრული ბანკი, უზბეკი მომხმარებლების მიერ სამ საუკეთესო საბანკო ბრენდს შორის დასახელდა - ამის შესახებ "ცენტრალური აზიის კვლევითი ჯგუფის" (Research Group Central Asia (RGCA)) ანგარიშშია საუბარი.

კვლევის შედეგები ხაზს უსვამს TBC უზბეკეთის ზრდას - ცენტრალური აზიის წამყვან ციფრულ საბანკო ეკოსისტემას ამჟამად 22 მილიონამდე მომხმარებელს ჰყავს, რაც უზბეკეთის მოსახლეობის 50%-ზე მეტს შეადგენს.

"დაარსებიდან ხუთი წლის შემდეგ, TBC Bank Uzbekistan საბანკო სექტორის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდა. ბანკმა ბრენდის ცნობადობის მიხედვით, მესამე ადგილი დაიკავა; გააუმჯობესა თავისი შედეგები ისეთ ძირითად მეტრიკებში, როგორებიცაა მომხმარებლის აღქმადობა და ბრენდის ცნობადობის გაზრდა.

TBC Bank Uzbekistan-ის რეპუტაცია კიდევ უფრო თვალსაჩინო იყო დედაქალაქ ტაშკენტში, სადაც ბანკმა ბრენდის ცნობადობის კატეგორიაში, ყველა ბანკს შორის, პირველი ადგილი დაიკავა.

მომხმარებელთა ბაზის გაფართოების წყალობით, რესპონდენტთა გაზრდილმა რაოდენობამ განაცხადა, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში თიბისი ბანკით უსარგებლიათ. TBC Bank Uzbekistan ასევე აღიქმებოდა, როგორც საიმედო და მოსახერხებელი ბანკი, მომხმარებლები კი ხაზს მობილური აპლიკაციებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას უსვამდნენ", - აღნიშნულია ანგარიშში.

რესპონდენტთა გაზრდილმა რაოდენობამ განაცხადა, რომ TBC ბანკით ბოლო სამი თვის განმავლობაში უსარგებლიათ.

ანგარიში ასევე ხაზს უსვამს ბაზარზე TBC უზბეკეთის გადახდების აპლიკაციის, Payme-ის ლიდერობას. Payme-ის ბრენდის ცნობადობა 70%-ს აჭარბებს, რაც მას გადახდის ორ ყველაზე ცნობილ სერვისს შორის აქცევს; ხოლო დედაქალაქში, სადაც გამოკითხულთა 19%-მა Payme მათთვის ყველაზე პოპულარულ გადახდების ბრენდად დაასახელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები