მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TBC Capital: იპოთეკურ სესხებში სახელმწიფო სუბსიდირების წილი შემცირდა

5f899b1136061
ვიქტორია მღებრიშვილი
16.10.20 20:42
1170
“თიბისი კაპიტალის“ ეკონომიკის აღდგენის დინამიკის ყოველკვირეული მიმოხილვის მიხედვით, ოქტომბერში ახალგაცემულ იპოთეკურ სესხებში ზრდა გრძელდება, სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი კი კლებას განაგრძობს.

მათი მონაცემებით, 1-13 ოქტომბრის პერიოდში გაცემული იპოთეკური სესხების რაოდენობა წლიურად 37%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილს, 6 ივლისიდან დღემდე გაცემულ იპოთეკურ სესხებში მათი რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 0.2 პპ-ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ 1-8 ოქტომბრის კვირაში თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციები 2%-ით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამა 28 მაისს წარადგინა. სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ივლისიდან ამოქმედდა. იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი 70 მლნ ლარია და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება. 

სახელმწიფო დაასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:

● სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს;
● სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5% (განაახლებს თუ ასცდა);
● სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე;
● შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები