მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TBC Capital: „თბილისში სასტუმროების დატვირთულობა 4%-ია“

5f51edf6dfe1a
ვიქტორია მღებრიშვილი
04.09.20 21:22
1021
„თიბისი კაპიტალის“ მიერ 2 სექტემბერს ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, თბილისში სასტუმროების დატვირთულობამ 4% შეადგინა.

კვლევითი კომპანიის ყოველკვირეული მიმოხილვის შედეგების თანახმად, აგვისტოს ფაქტობრივი დატვირთულობა მსხვილ სასტუმროებში სხვა რეგიონებისთვის 24%-ს შეადგენდა, ზღვისპირეთისათვის - 28%-ს, კახეთისთვის კი 39%-ს. თბილისში კი დატვირთულობამ მხოლოდ 4% შეადგინა.

• აგვისტოში, ზღვისპირეთის სასტუმროების დატვირთულობამ საკარანტინე სასტუმროების გამოკლებით და მხოლოდ ტურისტული ჯავშნების ჩათვლით 64% შეადგინა;

• ცვლილება დატვირთულობაში დიდ სასტუმროებში: გასულ კვირასთან შედარებით, დიდი სასტუმროების დატვირთულობა სექტემბერში გაზრდილია ზღვისპირეთის (+2პპ) და სხვა რეგიონების (+1პპ) სასტუმროებისთვის, შემცირებულია თბილისისთვის (-1პპ), ხოლო კახეთის სასტუმროებისთვის არ შეცვლილა;

უქმეების დატვირთულობა: გასულ კვირასთან შედარებით მსხვილ სასტუმროებში დატვირთულობა გაიზარდა კახეთის და სხვა რეგიონების სასტუმროებისთვის (82% და 31%, შესაბამისად), ხოლო ზღვისპირეთის სასტუმროებისთვის ცვლილება არ დაფიქსირებულა (30%);

რეალური ფასდაკლებები აგვისტოში: კახეთის და ზღვისპირეთის დიდი სასტუმროების საშუალო დღიური ფასები აგვისტოში დაახლოებით განახევრებულია, ხოლო სხვა სასტუმროები 30%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები