მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TBC-ის მენეჯმენტმა ანაზღაურების სახით £877,000-ის ღირებულების აქციები მიიღო

60aa06aae690f
შოთა ტყეშელაშვილი
23.05.21 12:05
2534
ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, “თიბისი ბანკის” დირექტორთა საბჭომ ანაზღაურების ცვლადი კომპონენტის სახით, £877,000-ის ღირებულების გადავადებული აქციები მიიღო. მათ შორის ყველაზე მეტი, £254,146-ის ღირებულების აქციები ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ მიიღო.

“TBC PLC აცხადებს, რომ მისმა ანაზღაურების კომიტეტმა 2021 წლის 24 მარტს დაამტკიცა გადავადებული აქციების განაწილება 2020 წლის ანაზღაურების ნაწილის სახით. TBC PLC-იმ აღნიშნული მოცულობის აქციები მათ უკვე გადასცა”, - ნათქვამია ბანკის მიერ 20 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გადავადებული აქციების სახით განაწილებული მოცულობები აქციების დღევანდელი საბაზრო ღირებულების მიხედვით ასეთია:

ვახტანგ ბუცხრიკიძე - 23,752 აქცია, საბაზრო ღირებულება გირვანქა სტერლინგში, 254,146 საბაზრო ღირებულება ლარებში ₾1,194,971;
ნინო მასურაშვილი - 20,631 აქცია, საბაზრო ღირებულება გირვანქა სტერლინგში, 220,752 საბაზრო ღირებულება ლარებში ₾1,037,952;
თორნიკე გოგიჩაიშვილი - 11,914 აქცია, საბაზრო ღირებულება გირვანქა სტერლინგში, 127,480 საბაზრო ღირებულება ლარებში ₾599,397;
ნიკოლოზ ქურდიანი - 11,914 აქცია, საბაზრო ღირებულება გირვანქა სტერლინგში, 127,480 საბაზრო ღირებულება ლარებში ₾599,397;
გიორგი თხელიძე - 11,914 აქცია, საბაზრო ღირებულება გირვანქა სტერლინგში, 127,480 საბაზრო ღირებულება ლარებში ₾599,397;
გიორგი მერელიშვილი - 1,862 აქცია, საბაზრო ღირებულება გირვანქა სტერლინგში, 19,923 საბაზრო ღირებულება ლარებში ₾93,678.

ამჟამად "თიბისი PLC"-ის ერთი აქციის ღირებულება 10.7 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბანკის საბაზრო კაპიტალიზაციის მოცულობა 590 მილიონ გირვანქა სტერლინგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები