მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TBC UZ-ისა და PayMe -ის მომხმარებელთა რაოდენობამ უზბეკეთში 5 მილიონს გადააჭარბა - ნიკა ქურდიანი

620cb9b76809f
სალომე ჭიპაშვილი
16.02.22 17:57
2043
TBC UZ-ისა და PayMe -ის მომხმარებელთა რაოდენობამ უზბეკეთში 5 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ „საქმიან დილაში“ თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანმა განაცხადა.

„ძალიან კმაყოფილები ვართ უზბეკეთის პროექტით, აქ ძალიან მარტივია მომხმარებელთან ურთიერთობა, რადგან „თიბისი UZ” მხოლოდ მობილურ ტელეფონშია. უზბეკეთში პროცესები ძალიან კარგად მიდის 5 მილიონს ასცდა ბანკსა და Payme-ში რეგისტრირებული მომხმარებლის რაოდენობა. ასე რომ თიბისი ჯგუფს უზბეკეთის ბაზარზე 5 მლნ-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს", - განაცხადა ნიკა ქურდიანმა.

მისივე თქმით, უზბეკეთის ცენტრალური ბანკი ძალიან კმაყოფილია „თიბისის“ შედეგებით, რადგან მარეგულირებლის აზრით, თიბისიმ შეცვალა მომხმარებლის დამოკიდებულება დეპოზიტების მიმართ. “გვთხოვეს, რომ დეპოზიტების მიმართულებით მუშა ჯგუფში ჩავერთოთ, რათა პროცესების მასშტაბირებაში დავეხმაროთ”, - აღნიშნა ქურდიანმა.

„თიბისი UZ“ პირველი ციფრული ბანკია უზბეკეთში, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში ინოვაციურ ფინტექ პლატფორმაზე, Space-ზე დაყრდნობით შეიქმნა და მომხმარებელს სთავაზობს საცალო საბანკო მომსახურებას მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

„თიბისი უზბეკეთი“ გლობალურმა ფინანსურმა გამოცემამ The Global Economics-მა 2021 წელს უზბეკეთში საუკეთესო ციფრულ ბანკად აღიარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები