მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილღვინოს კლიპი ნონა გაფრინდაშვილის წარმატების ისტორიას მოგვითხრობს

612295fae3b8c
BM.GE
06.09.21 11:00
541
საქართველო ყოველთვის იყო ენთუზიაზმით სავსე ადამიანების ქვეყანა, ადამიანებისა, რომელთაც სჯეროდათ დიდი იდეების, იბრძოდნენ მისთვის და მსოფლიო ისტორიაში დიდ კვალსაც ტოვებდნენ.

ქართული ღვინის კომპანია თბილღვინომ გადაწყვიტა, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველის, ნონა გაფრინდაშვილის ისტორია მოეთხრო მცირე საწყისებიდან საერთაშორისო წარმატებამდე. ნონა გაფრინდაშვილმა შეძლო და გახდა ჭადრაკის ისტორიაში კაცებს შორის პირველი ქალი დიდოსტატი.

ვიდეოკლიპიც სწორედ ამ გზის შესახებ მოგითხრობთ, თუ როგორ იწყება ამბავი ზუგდიდის რკინიგზის სადგურიდან და საბოლოოდ მიდის კალიფორნიამდე, ლოუნ პაინამდე, სადაც ყველაფერი გადაწყდა და დაიწერა ისტორია.




ნამუშევარში მთავარი პერსონაჟის ფიქრები, ემოციები და განცდები მხატვრულად არის გადმოცემული და გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წარსული ყოველი დიდი წარმატებისთვის, თუ როგორ გაძლიერებს საწყისი წერტილის ცოდნა მიზნისკენ მიმავალ გზაზე, გამარჯვების შემდგომ ახდენილ ოცნებას კი აზრს ანიჭებს და სხვისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა.

ეს ისტორია ალეგორიულად თბილღვინოს გზაზეც მიგვანიშნებს და გვიჩვენებს, როგორი წინააღმდეგობებით სავსეა მცდელობა, მოუტანო ქართულ ღვინოს მსოფლიო ცნობადობა და წარმატება.

ამ გზაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატება 2020 წელს ლონდონში, მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს შორის თბილღვინოს საფერავის მიერ მოპოვებული ჩემპიონი წითელი ღვინის ტიტულია, რომელიც პირველია ქართული ღვინის ისტორიაში.

ვიდეოკლიპის კონცეფცია და სცენარი სააგენტომ „Hans & Gruber“ შექმნა, კლიპის გადაღებაზე კი „კიო ფროდაქშენმა“ რეჟისორ დათო ბორჩხაძესთან ერთად იმუშავა.