თბილისი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ინვესტორებს მასპინძლობს. ფორუმს კომპანია "ინვესტ ჯორჯია" საქართველოში უკვე მესამედ ატარებს.
ღონისძიებას ინვესტორები, საბროკერო კომპანიების წარმომადგენლები, უძრავი ქონების სპეციალისტები და ქართული დეველოპერული კომპანიები ესწრებიან, ისეთები როგორიცაა "მეტროპოლი", "ბიოგრაფი ლივინგი", VR holdings, Redco, Astoria.
სექტორში არსებულ ძირითად ტენდენციებზე პრეზენტაციას "თიბისი კაპიტალი" წარმოადგენს. ღონისძიებას ჯამში 50-ზე მეტი დელეგატი ესწრება.
Invest Georgia UAE-ის თანადამფუძნებელი თეონა ბუზალაძე ამბობს, რომ ფორუმზე კომპანიას მაღალი რეპუტაციის მქონე დეველოპერები ჰყავს წარმოდგენილი, რომლებიც ძირითადად, უძრავ ქონებაში ინვესტირებით არიან დაინტერესებული.
"Invest Georgia UA არის დუბაიში დაფუძნებული რეალ-ისთეით საბროკერო კომპანიაა, რომელიც ინვესტიციებს გაერთიანებული ემირატებიდან იზიდავს საქართველოში. ჩვენ ვართ ხიდი, რომელიც არა მხოლოდ აქაურ საბაზრო მარკეტს აცნობს, არამედ საერთო საინვესტიციო შესაძლებლობებს აძლევს. ჩვენ მესამე ღონისძიებას ვაწყობთ ახლა, ასევე მივიღეთ ფორუმში ამ თვეში მონაწილეობა სხვა დეველოპერებთან ერთად. ახლა ექსკლუზიურად ვაკეთებთ ამას. საქართველოში ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე დეველოპერები გვყავს წარმოდგენილი და ამას ვაცნობთ იმ დიდ საბროკერო კომპანიებს, იმ ინვესტორებს, იმ დელეგაციას, რომელიც ახლა მოგვყავს ჩამოყვანილი. დაახლოებით 52 ადამიანია დღეს წარმოდგენილი აქ და ვაპირებთ, რომ ოთხი დღე გავატაროთ ერთად.
ძირითადად აინტერესებთ რეალ-ისთეითში, ანუ უძრავ ქონებაში ინვესტიციის დროს რა საშუალებები ეძლევათ მათ, რა არის მინიმალური თანხა ის საინვესტიციო და რა თქმა უნდა, მაქსიმუმიც არ არსებობს საქართველოში. ჩვენ გვაქვს მაგისი მრავალფეროვანი საშუალება, რომ სხვადასხვა საინვესტიციო პორტფოლიო შევთავაზოთ და მათ გასასვლელად არიან რეალურად ეს ადამიანები დღეს ჩამოსული. ძალიან დიდი ინტერესით, ძალიან მოხარულები ვართ ჩვენ, რომ ამ ღონისძიებას კიდევ ასე გავაგრძელებთ, არა მარტო აქ, არამედ დუბაიშიც ძალიან ბევრი აქტივობები გვაქვს. თუნდაც ამ საბროკერო კომპანიების ტრენინგები, დახურული ივენთები, ძალიან ბევრი აქტივობები გვაქვს მათი ცნობიერების ასამაღლებლად ამ კუთხით, იმიტომ, რომ ძალიან კომპეტენტური მარკეტია დუბაი საერთოდ. ამ აგენტებისთვისაც დიდია დუბაის ბაზარი. შესაბამისად, ისინი ალტერნატიულ შესაძლებლობების მქონე მზად სხვა ბაზრებს ეძებენ და მაგიტომ და აღმოჩნდა საქართველო დღეს ასეთ დიდი პოტენცილის ქვეშ.
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ სამი ღონისძიება გავაკეთეთ, ყოველ სამ თვეში ვგეგმავთ, რომ გავაგრძელოთ. ჩვენ შეგვიძლია, რომ 300 ძალიან დიდი ბროკერი ჩამოვიყვანოთ ერთ ჩამოყვანაზე, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა უფრო მეტი ინგეიჯმენტი ჰქონდეს მათთან და უფრო მეტი ხარისხი დავდოთ. ინვესტორების ხარისხი ავწიოთ რეალურად ბიუჯეტურად რაც რა გათვლაც გვაქვს გაკეთებული სამომავლო და ამიტომ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 50-60 ადამიანით შემოვიფარგლებით ყოველ ჩამოსვლაზე ამ ეტაპზე.
რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო შედეგები დაიდო წინა ჩამოსვლაზე. ესენი არიან დიდი ბროკერები, რომლებსაც შესაძლებელია ჰქონდეს 150 მილიონის გაყიდვის წელიწადში. თვითონ იყიდეს — ეს იყო ყველაზე მინიმუმი, რაც შემიძლია რომ გითხრათ. არის დაინტერესება დიდ საინვესტიციო პორტფოლიოზე, როგორიც არის სასტუმროები, როგორიც არის კაზინოები, ასევე განიხილავენ ინვესტორები და ჩვენ გვაქვს მათთან საუბრები, თანამონაწილეობაზე ვინმეს თუ რაღაც მიწა აქვს და ერთად უნდათ აშენება და არა მარტო, ანუ სხვადასხვა ინვესტიციის კუთხითაც არიან დაინტერესებულები სამომავლოდ,რასაც ვფიქრობ, რომ ეს ინვესტ ჯორჯია გახდა ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი ემირატებიდან დუბაიში, არა მარტო რეალ-ისთეითის სამომავლო, შეიძლება ძალიან დიდი სხვა ინვესტიციები შემოიტანოს", - განაცხადა თეონა ბუზალაძემ.




























