"თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება შესაძლებელია თუ არჩევნებში საქართველოს მმართველი პარტია გაიმარჯვებს", - ამის შესახებ ევრაზიული ანალიტიკური კლუბის (ЕАК) ხელმძღვანელმა, ნიკიტა მენკოვიჩმა განაცხადა. ინფორმაციას პროპაგანდისტული გამოცემა Sputnik-ი ავრცელებს.
"მოლაპარაკებების დაწყება უფრო სავარაუდოა, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობების სწრაფი აღდგენა და, ზოგადად, სააკაშვილამდელი დონის ურთიერთობები ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ძალიან ბევრი პრეტენზია დაგროვდა", - განაცხადა მან.
ამასთან, მენკოვიჩი ვარაუდობს, რომ "ქართული ოცნების" გამარჯვების შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიაში ჟენევის ფორმატის შემცვლელის ძიებაში, შესაძლებელია ახალი ფორმატის შეთავაზება - დასავლეთის ქვეყნების მონაწილეობის გარეშე.