მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თბილისიდან ბათუმამდე მატარებლით მგზავრობის დრო 1.5 საათით შემცირდება" - კობახიძე

საქართველოს რკინიგზა მატარებელი

ირაკლი კობახიძის განცხადებით, აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია და მგზავრობის დრო 1.5 საათით შემცირდება.

ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც გადაადგილების დრო 5,5 საათიდან 4 საათამდე შემცირდება. 1.5 საათით შევამცირებთ თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს", - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, აგვისტოში დასრულდება თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაციაც, - "შედეგად აღდგება აღნიშნული რეისი, რომელიც გაუქმებული იყო 2009 წლიდან და გადაადგილების დრო ძველ დროსთან შედარებით 6 საათიდან შემცირდება 3 საათამდე, ანუ განახევრდება გადაადგილების დრო თბილისის-ახალციხის მიმართულებაზე”, - განაცხადა მან.

კობახიძის თქმით, იგეგმება ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენაც და მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი 3 მილიონით გაიზრდება.

“საქართველოს რკინიგზამ შეიმუშავა განვითარების 2026-2028 წლების სამოქმედო გეგმა. ამ გეგმის მიხედვით ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1500 ახალ ვაგონს, ასევე დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგად გაუმჯებესდება საოპერაციო პროცესები და გაორმაგდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა. ასევე შევისყიდით 10 ახალ სამგზავრო მატარებელს, შედეგად ყველა მაგისტრალური რეისი შესრულდება ახალი მატარებლებით, სამგზავრო გადაყვანები გახდება უფრო კომფორტული და სწრაფი როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ქვეყნის სტუმრებისთვის. 2 მილიონიდან 5 მილიონამდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი”, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს რკინიგზის ლოკომოტივების 99% 30 წელზე ძველია - ანგარიში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები