მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის აეროპორტის საბაჟოზე არადეკლარირებული 21 ათასი დოლარის ღირებულების მობილურები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახური
27.02.24 11:52
1961

თბილისის აეროპორტის საბაჟოზე არადეკლარირებული 21 ათასი დოლარის ღირებულების მობილურები აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტშითბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, მათ შორის მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 21 688,36 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში - 21 688,36 ლარის ოდენობით (თანხის 100%- ის ოდენობა) შეეფარდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები