"თბილისის აეროპორტის" საბაჟოზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს 9 ლიტრამდე ფსიქოტროპულ საშუალების შემცველი "კეტამინი" აღმოუჩინეს - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს კეტამინი პლასტიკის ბოთლებში ჰქონდა განთავსებული.
"თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ფსიქოტროპული საშუალება "კეტამინის“ შემცველი სითხე აღმოაჩინეს.
მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა პლასტიკის ბოთლებში განთავსებული 9 ლიტრამდე "კეტამინის“ შემცველი სითხე.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფაქტზე პოლიციამ 1997 წელს დაბადებული გ.გ. დააკავა.




























