მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის აეროპორტში 25 103 ლარის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

645cefb54e66e
BM.GE
11.05.23 17:33
621
საბაჟო გამშვებ პუნქტში "თბილისის აეროპორტი“, კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო ჯამი: 316,87 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 25 103 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევი სომხეთის მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ საქართველოს მოქალაქეს ფულადი ჯარიმა 4 602 ლარის ოდენობით შეეფარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები