მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის აეროპორტსა და სარფში 135,000 ლარის არადეკლარირებული ოქრო გამოავლინეს

სარფი
23.08.24 13:23
857

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 21 აგვისტოს, შემოსავლების სამსახურის, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოკვლევის საფუძველზე 135,000 ლარის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს.

"უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 653,2 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 135 296,95 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა,"- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები