მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის აეროპორტში 26 კგ-მდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

თბილისის აეროპორტი

თბილისის აეროპორტში 26 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები გამოვლინდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლები ავრცელებს.

უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 25,9 კილოგრამი) გამოვლინდა.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.