Tav Georgia-ს ინფორმაციით, გასულ წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 81%-ით აღდგა. კომპანიის ინფორმაციით, 2022 წელს აეროპორტი ჯამში 2 998 566 მგზავრს მოემსახურა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 78%-ით, ხოლო 2019 წლის მაჩვენებლის 81%-ს შეადგენს.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი გასული წლის განმავლობაში 616 885 მგზავრს მოემსახურა, რაც 2021 წლის რიცხვებს 20%-ით აჭარბებს და 2019 წლის მგზავრთნაკადის 99%-ია.
2022 წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 29 432, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 5752 რეისს მოემსახურა.