თბილისის აეროპორტში მებაჟეებმა დიდი ოდენობით ოქრო/ვერცხლის არალეგალურად შემოტანა აღკვეთეს
როგორც შემოსავლების სამსახური იტყობინება, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა.
"მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს. სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროსა (წონა: 304 გრამი) და ვერცხლის (წონა: 551 გრამი) ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 139 694 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევი ორი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო ერთი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით - 5389 ლარით დაჯარიმდა", - წერია განცხადებაში.




























