მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისის აეროპორტში ტექნიკური დაშვების მიზნით ფრენები გაიზარდა"

5eb028de84e2c
ნინი ლონგურაშვილი
04.05.20 19:30
10706
“თბილისის აეროპორტში ტექნიკური დაშვების მიზნით ფრენები გაიზარდა”,- ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე გაჩეჩილაძემ "საქმიანი დილის" რუბრიკაში #საუბრებიავიაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, 21 მარტიდან მოყოლებული, როდესაც აიკრძალა რეგულარული ფრენები, 3 მაისის ჩათვლით ასეთი 88 ფრენაა განხორციელებული,

ალექსანდრე გაჩეჩილაძის თქმით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ 38 ასეთი ფრენა განხორციელდა.

“საქართველომ მიმდინარე წლის 21 მარტიდან სრულად აკრძალა მიმდინარე რეგულარული ფრენები, დღეს გაუქმებულია დაახლოებით 3 900 ფრენა, რაც უდიდესი დარტყმაა მთლიანად საავიაციო სექტორზე. დღეს მხოლოდ რეგულარული და ჩარტერული სატვირთო რეისები ხორციელდება, გარდა ამის სრულდება ჩარტერული სამგზავრო ფრენები, რომლის მიზანიც საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაა. ასეთი ტიპის ფრენა ამ დრომდე უკვე 50 განხორციელდა. ამას გარდა ძალიან არის გაზრდილი ფრენების რიცხვი, ტექნიკური დაშვების კუთხით, რომელიც საქართველოს აეროპორტებში საწვავის შევსებას გულისხმობს და ასევე საქართველოში ეკიპაჟების დასვენებას. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ამ პერიოდში ასეთი ფრენებისთვის საკმაოდ მიმზიდველ ცენტრად ყალიბდება.

შეიქმნა სპეციაური პროტოკოლი, თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთი ფრენების მომსახურება, სააგენტოსთან შეთანხმებულია საჰაერო ხომალდების მიღებისას მომსახურება. გამოყოფილია ეკიპაჟებისთვის სპეციალურ იზოლირებულ სასტუმროში ტრანსპორტირება და დაბინავება. საზღვრის კვეთა ეკიპაჟებისთვის აკრძალული არ არის და ის ასახულია მთავრობის შესაბამის დადგენილებაშიც”,-ამბობს ალექსანდრე გაჩეჩილაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები