მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყაზახური FlyArystan ზაფხულში ბათუმიდანაც შეასრულებს ფრენებს

flyarystan-airbus

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ყაზახური ბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan-ი საქართველოში კიდევ ერთი მიმართულებით ამატებს ფრენებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ასტანა - ბათუმი - ასტანას საჰაერო ხაზზე განახორციელებს.

ასტანასა და ბათუმს შორის ავიარეისები 2 ივნისიდან 29 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 3 სიხშირით ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების შესრულების ნებართვა 7 აპრილს მიანიჭა. დღეისათვის, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ფრენებს ავიაკომპანიები Air Astana, Scat Airlines-ი და FlyArystan-ი ჯამურად 17 სიხშირით ასრულებენ. ავიაკომპანიების მიერ სააგენტოში წარმოდგენილი განრიგების მიხედვით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკური პერიოდისთვის ორ ქვეყანას შორის ფრენების სიხშირე 42-მდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები