მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის აეროპორტში თურქეთის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც 809 აბი ფსიქოტროპული საშუალება შემოჰქონდა

232

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

უწყების თანახმად, პოლიციის მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 2002 წელს დაბადებული ო.ბ.სამართალდამცველებმა ბრალდებულის სამგზავრო ჩანთის შემოწმებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი - 809 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები