მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის ბიუჯეტი მესამედ დაკორექტირდა - მუნიციპალიტეტისთვის კიდევ ₾77 მილიონი გამოიყო

კახა კალაძე

თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი 77 მილიონი ლარით იზრდება და მან 2.35 მილიარდ ლარს მიაღწია - შესაბამისი ცვლილება საკრებულომ უკვე დაამტკიცა. ეს მიმდინარე წლის განმავლობაში ბიუჯეტის უკვე მესამე კორექტირებაა. თავდაპირველად იანვარში ბიუჯეტს 180 მილიონი ლარი დაემატა, ხოლო ივნისში ის დამატებით 62 მილიონი ლარით გაიზარდა.

თბილისის მერიის ბიუჯეტის მიხედვით, 77 მილიონი ლარიდან 50.4 მილიონი ლარი საგანმანათლებლო მიმართულებას დაემატა, რომლის მთლიანი ბიუჯეტიც 357 მილიონი ლარი გახდა. ბიუჯეტს დაემატა ახალი პროგრამა - საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელზედაც 39 მილიონი ლარი დაიხარჯება, ასევე ახალი პროგრამაა სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამა, რაზედაც დამატებით 9 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.

15.8 მილიონი ლარი დაემატა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომლის ბიუჯეტიც 754 მილიონი ლარი გახდა, ხოლო კეთილმოწყობის მიმართულებაზე დამატებით 3 მილიონი ლარი დაიხარჯება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები