მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ბიუჯეტი პირველადია... მისი დაკორექტირება მოგვიწევს - კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის მიერ საკრებულოსთვის წარდგენილი 2024 წლის ბიუჯეტი პირველადია და ის აუცილებლად დაკორექტირდება. ამის შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველწლიურად განმარტების გაკეთება უწევს. მერი იმედოვნებს, რომ ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ცენტრალური ბიუჯეტიდან დედაქალაქისთვის მეტი თანხა გამოიყოფა.

„დედაქალაქის ბიუჯეტი წარდგენილია საკრებულოში და განსაზღვრულია 1 700 912 000 ლარით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 68 779 000 ლარითაა გაზრდილი.

ეს პირველადი ბიუჯეტია, რომელიც წარდგენილია საკრებულოში და აქაც წინასწარ ვაკეთებ განცხადებას, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის არ იყოს გამოყენებული. ამ ბიუჯეტის დაკორექტირება მოგვიწევს. ვთანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსთან. ვფიქრობ, მუნიციპალიტეტისთვის დამატებითი თანხების წამოღების შესაძლებლობა გვექნება, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ 2024 წლისთვის თბილისის მოსახლეობას კიდევ ბევრი სიახლე შევთავაზოთ. აღნიშნული ბიუჯეტი, რომელიც საკრებულოს წარედგინა საბოლოო არ არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

2024 წელს თბილისის ბიუჯეტი ₾1.7 მლრდ იქნება - შემოსავლების მთავარი წყაროები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები