„თბილისის ბულვარის“ პროექტში 1 წელიწადში 142 ბინა გაიყიდა. თბილისის ზღვაზე მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსში წარმატებული გაყიდვებისა და მშენებლობის მიმდინარეობაზე „ბიზნესის კვირეულის“ ავტორთან და წამყვანთან გიორგი ისაკაძესთან, პროექტის ინვესტორმა, „ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა ნოდარ გიორგაძემ ისაუბრა.
წარმატებული გაყიდვების მიუხედავად, ინვესტორი ამბობს, რომ კომპანიას „თბილისის ბულვარში“ უძრავი ქონების შეძენის მსურველებისთვის საახალწლო შეთავაზება აქვს, რომელიც 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.
„თბილისის ბულვარის“ პროექტში 1 წელიწადში 142 ბინა გაიყიდა. მათ შორის 40 ბინა გაყიდულია პროექტში, რომლის მშენებლობაც ახლა დავიწყეთ. მაგრამ მენეჯმენტი შეიკრიბა და გამოთქვა ასეთი აზრი რომ განსაკუთრებული ფასდაკლება საახალწლო შეთავაზების სახით გაეკეთებინათ და 200 დოლარით დაეწიათ ფასი. ახლა მ²-ის საშუალო ფასი 1620 დოლარია. მათ გასაკვირად მე ვუთხარი, რომ საახალწლოდ რადგან საჩუქარს ვუკეთებდით, ფასი 400 დოლარით შეგვემცირებინა. დღეს, ადამიანს თუ სურვილი ექნება „თბილისი ბულვარის“ პროექტში აპარტამენტების შეძენა მ²-ის 1 220 დოლარად შეუძლია. ეს საახალწლო შეთავაზება განსაზღვრული ვადით 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებს“, - ამბობს ნოდარ გიორგაძე და აღნიშნავს, რომ პროექტით დაინტერესება მისი ადგილმდებარეობით და იმ უპირატესობებით არის განპირობებული, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარედ საცხოვრებელ კომპლექსს აქვს.
ინვესტორი პირობას დებს, რომ წელიწად-ნახევარში ეს ტერიტორია თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად იქცევა.
„თბილისის ბულვარს“ რაიმე განსაკუთრებული რეკლამა არ უკეთდება, რადგან ამ პროექტს თავისთავად აქვს დადებითი ნიუანსები. უძრავი ქონების შეძენის მსურველებმა, არჩევანი ისე უნდა გააკეთონ, რომ შვილს და შვილიშვილებს ქონება იმ სახით დაუტოვონ, როგორიც შეიძინეს. „თბილისის ბულვარის“ პროექტით წლების შემდეგ გამორიცხულია ამ კომპლექსში რაიმე შეიცვალოს, რადგან დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, აქ ერთ ჯიხურს ვერავინ ჩადგამს. ეს ჩემი თხოვნა იყო.
ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენი ტერიტორიის მიმდებარედ დამატებით დაახლოებით 5 500 მ²-ის მიწა შევიძინეთ, სადაც მოგვიწოდებდნენ, რომ კიდევ ერთი კორპუსი ჩაგვედგა, თუმცა ჩვენ აქ პარკს გავაკეთებთ. პროექტის მიხედვით, შენობების პირველი სართულები - 5 500 მ² მთლიანად რესტორნებს, ბარებს, დასასვენებელ და ბავშვთა გასართობ სივრცეებს ეთმობა. აქ იქნება ბულვარიც, თავისი 800 კაცზე გათვლილი ამფითეატრით, 2 ჰა-მდე ფართობზე ჩანჩქერებით და შადრევნებით, რაც ერთ კომპლექსში იქნება მოქცეული. პირველ რიგში ეს იქნება აქაური მცხოვრებლების და აქ დასვენების მსურველებისთვის იქნება განკუთვნილი. წელიწად-ნახევარი მომიცია იმისთვის, რომ ეს ადგილი თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად გადაიქცეს.
ჩვენ დღეს სლოვაკეთში, ჩეხეთში, პოლონეთში და საქართველოშიც დაახლოებით 400-მდე პირი, ინვესტორი გვყავს, რომელსაც ჩვენს პროექტებში უძრავი ქონება აქვთ ნაყიდი. რომელიც გარანტირებულ მოგებას იღებს. ჩვენი ხელშეკრულება ძალიან ღია და გამჭვირვალეა. ამ ხელშეკრულების მიხედვით, 10 წლის განმავლობაში, პირი, რომელიც ჩვენს პროექტებში ქონებას შეიძენს ყოველწლიურად 9%-ის ამონაგებს მიიღებს“, - თქვა ნოდარ გიორგაძემ და აღნიშნა, რომ პროექტის პირველი ბლოკის დასრულება 2026 წელს, მეორე კომპლექსის კი 2027 წელს იგეგმება.
„თბილისის ბულვარის“ €250-მილიონიანი საინვესტიციო პროექტი მოიცავს საზოგადოებრივ და რეკრეაციულ სივრცეებს, სპორტულ და გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას, ბიზნეს და საცხოვრებელ ზონებს, კულტურულ და საგანმანათლებლო ობიექტებს და ამიერკავკასიაში უდიდეს აკვაპარკს და ველნეს ცენტრს, რომელიც 2013 წელს გაიხსნა და დღეისთვის მისი წლიური დატვირთულობა 200,000 ვიზიტორია.
30 ჰექტარზე განაშენიანებული „თბილისის ბულვარი“ როგორც საცხოვრებელ, ისე საინვესტიციო, სავაჭრო, საოფისე, გასართობ და სასტუმრო ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. კერძოდ, „თბილისის ბულვარში“ განთავსდება: მწვანე და კეთილმოწყობილი ეზო, საბავშვო გასართობი ინფრასტრუქტურით, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის მოედანი, პადელის და ჩოგბურთის კორტები, ველობილიკები, სავარჯიშო დარბაზი, სკოლა და საბავშვო ბაღი, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრები საერთო სამუშაო სივრცეებით, სასტუმრო, სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრი,სამედიცინო კლინიკა, რესტორნები და კაფეები, ბანკი, აფთიაქი და სხვა სამომხმარებლო ობიექტები. პარკინგის დამოუკიდებელი შენობა 1000 ავტომობილზე და კეთილმოწყობილი 8 000 კვ.მ სანაპირო ზოლი.




























