მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაციაზე ₾34 მლნ-ის დახარჯვა იგეგმება

ჭადრაკის სასახლე

თბილისის ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის შენობის რეაბილიტაციაზე ჯამში 34 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. ტენდერი თბილისის განვითარების ფონდმა გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სარეაბილიტაციო თანხა 2024-2026 წლების ბიუჯეტიდან ეტაპობრივად გამოიყოფა.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას თბილისის მერიის ფონდისთვის საპროექტო და სამშენებლო მომსახურებების გაწევა მოუწევს.

ტენდერში მონაწილე კომპანიებს 2018 წლიდან დღემდე უნდა გააჩნდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და შენობებზე რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

გადასახდელი თანხების განაწილება წლების ჭრილში განისაზღვრა შემდეგნაირად:

  • 2024 წელი - 100 000 ლარი
  • 2025 წელი - 17 160 707 ლარი
  • 2026 წელი -17 160 707 ლარი

ტენდერში წინადადებების მიღება 7 დეკემბერს დაიწყება და 12 დეკემბერს დასრულდება.

ცნობისთვის, თბილისის ჭადრაკის და ალპური კლუბის შენობა 1973 წელს გაიხსნა ვერის პარკში. 2019 წელს კი მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები