იანვარ-მაისის მონაცემებით, თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების დატვირთვა გაიზარდა.
აეროპორტების მმართველ კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი 34%-ით გაიზარდა. 2024 წლის იანვარ-მაისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 669 682 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 245 887 მგზავრს.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, აქ მგზავრთნაკადი 40%-ით გაიზარდა. TAV Georgia-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 234 891 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის 5 თვეში კი 167 294 მგზავრს.
მაისის მაჩვენებლებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 45%-ით, ხოლო ბათუმში 60%-ით გაიზარდა. მაისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 391 354 მგზავრს, ბათუმი კი 72 289 მგზავრს მოემსახურა.