მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის დეველოპერული პროექტების გაყიდვებში საქართველოს მოქალაქეების წილი შემცირდა - G&T

გალტი

გალტ & თაგარტის მიერ უძრავი ქონების დეველოპერების გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ წინასწარი გაყიდვების დინამიკა 2024 წლის ივნისში გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ შესუსტებული დარჩა. საინვესტიციო ბანკის მიმოხილვის თანახმად, ივლისში წინასწარი გაყიდვები, მაისთან შედარებით, 17.7%-ით გაიზრდა, ხოლო აპრილთან შედარებით - 34.1%-ით შემცირდა.

"2024 წლის მაისში მკვეთრი კლება გამოწვეული იყო დასვენების დღეების სიუხვით და ქვეყანაში არსებული არასტაბილურობით. ამასთან, ლარის კურსის მერყეობამ პოტენციურ მყიდველებს სავარაუდოდ გადაწყვეტილებების გადავადებისკენ უბიძგა. 2024 წლის ივნისიდან დინამიკა შედარებით გაუმჯობესდა, მიუხედავად იმისა რომ მსყიდველუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ევრო 2024-ის დროს ქვეყანაში არ იმყოფებოდა", - ვკითხულობთ მიმოხილვაში.

ამასთან, გალტ & თაგარტის კვლევის თანახმად, თბილისის დეველოპერული პროექტების გაყიდვებში საქართველოს მოქალაქეების წილი შემცირდა:

"2024 წლის პირველ ნახევარში, დეველოპერების პროექტებში საქართველოს მოქალაქეებმა მთლიანი გაყიდვების 76% შეადგინეს, 2023 წლის 80%-თან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის მოქალაქეების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა 4%-დან 11%-მდე, რაც ანაზღაურებს რუსეთის მოქალაქეების წილის შემცირებას, რომელიც 8%-დან 2%-მდე დაეცა", - ნათქვამია კვლევის ანგარიშში.

Galt-ის თანახმად, პროექტებში, რომლებიც 2024 წელს სრულდება, ბინების 84%-ზე მეტი უკვე გაყიდულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები