თბილისის ერთ-ერთი სასტუმროს კორონავირუსით ინფიცირებულ მფლობელთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოვლენილია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ პირთან დაკავშირებით სიტუაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აკონტროლებს. მინისტრს სასტუმროს იდენტიფიცირება არ მოუხდენია.
მისი ინფორმაციით, აღნიშნულ პირთან შემხებლობაში მყოფი პირები არიან თვითიზოლაციაში.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 38 ადამიანი.




























