თბილისის გარდა, პროევროპული აქციები კიდევ რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს. კერძოდ, განახლდა საპროტესტო გამოსვლა ბათუმში. აქციის მონაწილეები თბილისში თანამოაზრეებს სოლიდარობას უცხადებენ. მსვლელობა ავტომობილებითაც მიმდინარეობს.
ასევე, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქუთაისშიც. მსვლელობა იმართება ზუდგიდშიც, კადრებს ადგილობრივი მედია ავრცელებს.
თბილისში კი, პროევროპული აქცია რუსთაველის გამზირზე დაახლოებით 19:00 საათიდან განახლდა. დემონსტრანტები კვლავ მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.
ცნობისთვის, დღეს გამთენიისას, "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა საახალწლო ნაძვის ხის აწყობა პარლამენტის წინ დაიწყეს. ჯერ აწყობა დასრულებული არ არის. ნაძვის ხის ტოტების ნაწილი სატვირთოთი ცოტა ხნის წინ მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტანეს.