2019 წლის გამწვანების ანგარიში:
- წლის ბოლომდე დაირგვება 12 000 - მდე ძირი ხე და 8 000 - ზე მეტი ბუჩქი;
- 4 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებულ გზაგამყოფ კუნძულებზე, მოეწყო სარწყავი სისტემა და ჰიდროთესვის პრინციპით დაითესა ბალახი;
- 100 500 კვ. მ. ფართობზე ჰიდროთესვის პრინციპით დაითესა ბალახი;
- 15 000 კვ. მ. ფართობზე დაიგო ბალახი;
- 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა ნიადაგის მულჩირების სამუშაოები. წლის ბოლომდე ნიადაგის მულჩირება 15 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება;
- სანიტარიული ჭრის ფარგლებში მოიჭრა 27 000 ძირი ხმობადი და დაავადებული ხე;
- ხმობადი და დაავადებული ფიჭვების სანაცვლოდ, დაირგო 5000 ძირი ხე;
- 196 ადგილზე ჩატარდა ფიტოსანიტარიული კვლევა და წამლობა. შეიწამლა 120 000 მწვანე ნარგავი;
- კუს ტბის მიმდებარედ 6,9 ჰექტარ ფართობზე დაირგო სხვადასხვა სახეობის 7600 ნერგი;
- გამწვანებულ თარგებში მიმდინარეობს სარწყავი სისტემის დამონტაჟება;
- ამ დრომდე შეთანხმებულია 355 დენდროლოგიური პროექტი.




























