მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მერია 8-მეტრიანი 200 ავტობუსის შესაძენად ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ავტობუსი

თბილისის მერია 2026 წელს 200 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსის შეძენას გეგმავს - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად როგორც ფინანსთა სამინისტროსთან ასევე დონორებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები პროექტის დაფინანსებისთვის საჭირო რესურსების მოძიებისთვის.

"მნიშვნელოვანია, რომ ვაგრძელებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების სამუშაოებს და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ. იმედი გვაქვს, რომ 2026 წელს 200 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსის შეძენის სამუშაოებს დავიწყებთ. ასევე ვმუშაობთ დონორებთან ამ საკითხთან დაკავშირებით”, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ ამ დროისთვის უკვე შესყიდულია 200 ერთეული 18-მეტრიანი MAN-ის მარკის CNG ავტობუსი; 226 ერთეული 12-მეტრიანი, BMC-ის მარკის CNG ავტობუსი; 175 ერთეული 12-მეტრიანი MAN-ის CNG ავტობუსი; 90 ერთეული 10-მეტრიანი MAN-ის მარკის დიზელზე მომუშავე ავტობუსი; ასევე 400 ერთეული 8-მეტრიანი ISUZU-ის მარკის დიზელზე მომუშავე ავტობუსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები