მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

6425a84a24077
BM.GE
30.03.23 19:16
7757
თბილისის მერია მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, თბილისის მეტროსადგურებში საინფორმაციო პლაკატები განთავსდა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თბილისის მეტროს არცერთ სადგურში პლაკატები არ განთავსებულა და კომპანიის მხრიდანაც არ გაცემულა არანაირი ნებართვა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მკაცრად აკონტროლებს მსგავს ფაქტებს და რეაგირებს ოპერატიულად. რაც შეეხება პლაკატებს, განთავსებული იყო რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და მიწისქვეშა გადასასვლელებში.

აღნიშნულ ფაქტზე კომპანია მოახდენს რეაგირებას, ჩამოიხსნება პლაკატები და ტერიტორიები მოწესრიგდება. გვინდა შევახსენოთ ყველას, დედაქალაქის ქუჩებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში პლაკატების განთავსება არის კანონდარღვევა და მსგავსი ფაქტის ჩამდენი პირები კანონის შესაბამისად ისჯებიან", - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ: ინფორმაცია გავრცელდა, რომ რამდენიმე მეტროსადგურში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პლაკატები იყო გაკრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები