მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მერია ₾10,3 მლნ-ად 214 მიწისქვეშა ნაგვის ურნას ყიდულობს

მიწისქვეშა ნაგვის ბუნკერი

თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულმა „თბილსერვის ჯგუფმა“ მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების შესყიდვის მიზნით 10,3 მლნ ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 29 იანვარს დაიწყო და 27 თებერვალს დასრულდება.

საუბარია 214 მიწისქვეშა ნაგავშემკრებ კონტეინერზე ბეტონის ბუნკერსა და ამავე რაოდენობის ავსების სენსორზე. ერთი კონტეინერის ფასად 47 000 ლარია განსაზღვრული.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერის სისტემა უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: ბეტონის ბუნკერს, პოლიეთილენის (პლასტმასის) კონტეინერს, უსაფრთხოების პლატფორმას, ხუფს ფეხით მოსიარულეთათვის, ნარჩენის მიმღებ ურნას და ავსების სენსორს.

ამასთან, მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერის მიწოდება-მონტაჟი უნდა განხორციელდეს გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, ეტაპობრივად, 2025 წლის 01 სექტემბრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ცნობისთვის, მიწისქვეშა ნაგვის ბუნკერები თბილისში რეაბილიტირებულ რამდენიმე ქუჩაზეა განთავსებული. პირველად მიწისქვეშა ნაგვის ურნები ჭავჭავაძის გამზირზე დამონტაჟდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები