მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებს იწყებს

5e71fb9b464dd
ინგა მურუსიძე
18.03.20 14:26
780
თბილისის მერია კორონავირუსის პრევენციისთვის რიგ ღონისძიებებს იწყებს.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ის ღონისძიებები დაასახელა, რომელთა გატარებასაც მერია გეგმავს.

„პირველ რიგში, მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი ქალაქში გადაადგილებისგან, დარჩით სახლში. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენივე ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება გადაწყვეტილება მიკროავტობუსებით მომსახურების შეჩერების შესახებ, რომელიც გუშინ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ჩვენი გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებას დროებით წყვეტს მერიის რაიონულ მომსახურების ცენტრები და მუშაობას მხოლოდ მერიის ცენტრალური ოფისის სერვისცენტრი გააგრძელებს, რომლის პერსონალიც უკონტაქტო მომსახურებაზე გადადის.

მომსახურების ახალი წესის თანახმად, ცენტრალური სერვისცენტრის მისაღებში აღარ მოხდება მოქალაქეების თავშეყრა, არამედ ისინი რიგს დაიკავებენ გარეთ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ექნება შესაძლებლობა მისაღებში ერთდროულად შევიდნენ.

მისაღებში მოქალაქეებს ნაცვლად პერსონალისა, დახვდებათ თემატური ბლანკები, რომელსაც შეავსებენ და შესაბამის თემატურ ყუთებში განათავსებენ, რის შემდეგაც ჩვენი სამსახურების თანამშრომლები წერილს გაეცნობიან და მოახდენენ რეაგირებას.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით სერვისების მიწოდება სრულად უკონტაქტოდ ვერ განხორციელდება, ვინაიდან, ჩვენს თანამშრომლებს ხშირად უწევთ მოქალაქეების დახმარება წერილის შედგენასა და განაცხადის დაწერაში. სწორედ ამიტომ, მერიის პირველ სართულზე გამოიყო სპეციალური იზოლირებული სივრცე, სადაც ჩვენი თანამშრომლები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მოემსახურებიან მოქალაქეებს, რომელთაც ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის მიმართულებით, გარკვეული დახმარება ესაჭიროებათ.

ამასთან, ამიერიდან, ტაქსების ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურების მიღება, მხოლოდ ელექტრონული წესით იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს მოერიდონ და რეკომენდაციები მაქსიმალურად დაიცვან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები