მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მერიამ EBRD-ის მხარდაჭერით სპეცტექნიკა შეიძინა

6318554eccada
ვიქტორია მღებრიშვილი
07.09.22 12:27
1353
მუნიციპალიტეტმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის EBRD) მხარდაჭერითა და თანადგომით „თბილსერვის ჯგუფისთვის“ 74 ერთეული სპეცტექნიკა შეიძინა - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფისა“ და „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ახალი სპეცტექნიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, იმისთვის, რომ თბილისი ევროპის დედაქალაქებს შორის ტურისტული თვალსაზრისით ლიდერი იყოს, მუნიციპალიტეტი არაერთ პროექტს ახორციელებს. კალაძის ინფორმაციით, შეძენილი სპეცტექნიკიდან 59 ერთეული უკვე თბილისშია და დედაქალაქს ხვალიდან მოემსახურება.

„ჩვენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით და თანადგომით შევიძინეთ 74 ერთეული სხვადასხვა დანიშნულების სპეცტექნიკა. აქედან 59 ერთეული უკვე თბილისშია, დარჩენილი 15 ერთეულიც რამდენიმე დღეში ჩამოვა. ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო სუფთა, მოწესრიგებული და რა თქმა უნდა, ხვალიდან ეს ტექნიკა დაიწყებს მუშაობას დედაქალაქის ქუჩებში.

მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს ამ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, ყველა წამოწყება, მათი მხარდაჭერით ხორციელდებოდა დღემდე. რა თქმა უნდა, მომავალშიც ასე გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„თბილსერვის ჯგუფის“ სპეცტექნიკის გარდა, „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიამ“ მილსადენებისა და სანიაღვრე არხების შიდა ზედაპირის შესამოწმებელი რობოტი შესაბამისი კომპლექტით და სპეციალური სატრანსპორტო საშუალება შეიძინა.

„ასევე, „თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამაც“ ძალიან მნიშვნელოვანი სპეცტექნიკა შეიძინა, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანების დროს გამოიყენება. ამ ტექნიკას საქართველოში ანალოგი არ ჰყავს. ერთადერთია ეს უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი მუნიციპალური ლაბორატორია, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს დაზიანების შემთხვევაში კონკრეტულად მივიდეთ დაზიანების ადგილას და არ მოგვიწიოს ქუჩების გადათხრა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები