მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი დროებით წყვეტს საქმიანობას

თბილისის მერია

თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 8 ივლისიდან დროებით წყვეტს საქმიანობას მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი.

მოქალაქეები შესაბამის მომსახურებას კონკრეტული მიმართულებების მიხედვით მიიღებენ რამდენიმე რაიონულ სერვის ცენტრში. კერძოდ: თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, არქიტექტურის სამსახურის, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეები მომსახურებას მიიღებენ კოსტავას N72-ში.

რაც შეეხება ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურების, ასევე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს კომპეტენციაში არსებულ საკითხებს, მოქალაქეები შესაბამის მომსახურებას მიიღებენ ვაკის რაიონულ სერვის ცენტრში, მისამართზე - თამარაშვილის N10ა და საბურთალოს რაიონულ სერვის ცენტრში, მისამართზე - მიცკევიჩის N20.

ააიპ „ჩემი ადვოკატი“ მოქალაქეებს მოემსახურება ყველა რაიონულ სერვის ცენტრში.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები