თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება აღდგა. აქვე აღსანიშნავია, რომ მოძრაობა დროებით იყო შეჩერებული.
შეგახსენებთ: თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ მეტროსადგურ „გურამიშვილამდე“ მცირე ხნით შეწყდა მგზავრთა მომსახურება.
"მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ „გურამიშვილიდან“ მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ და პირიქით.
რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება მგზავრთა მომსახურება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო", - ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციაში.