თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია. თბილისის მერია წერს, რომ შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრის მოულოდნელი გარდაცვალება გახდა.
შემთხვევის გამო მეტროსადგურები „სამგორი“, „ისანი“ და „ავლაბარი“ დროებით დაიკეტა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები, რის გამოც მოძრაობა შეზღუდულია.
მატარებლები ამ დროისთვის მგზავრებს ემსახურებიან მხოლოდ მონაკვეთში: „ახმეტელის თეატრი“ – „300 არაგველი“ და პირიქით.
მეტროპოლიტენის ცნობით, მოძრაობა სრულად აღდგება მას შემდეგ, რაც შესაბამისი უწყებები დაასრულებენ საგამოძიებო მოქმედებებს.




























