თბილისის მეტროს პირველი ხაზზე (ახმეტელის თეატრი - ვარკეთილი) მატარებლების მოძრაობა აღდგა და მგზავრებისთვის ყველა სადგური გაიხსნა - აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
„შეგახსენებთ, რომ მეტროს პირველ ხაზზე, მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეჩერებული იყო მატარებლების მოძრაობა.
სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებმა დროულად გამოასწორეს ხარვეზი და პირველი ხაზი ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, დაალოხებით 17 საათისთვის მეტროსადგურ „ისანზე“ მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო, თბილისის მეტროს პირველი ხაზის მუშაობა დროებით შეჩერდა.