მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით გაჩერდა - მიზეზი

642ec23f9b15d
ვიქტორია მღებრიშვილი
06.04.23 16:58
2267
თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით გაჩერდა. ამის შესახებ BM.GE-ის თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ შეფერხების მიზეზი ვაგონის ტექნიკური ხარვეზია.

"პირველ ხაზზე ერთ მონაკვეთზე დაზიანდა მატარებელი, შესაბამისად, სხვა მეტროსადგურებზე მოქალაქეთა მომსახურება შეჩერებულია. როგორც კი დაზიანებულ მატარებელს ჩიხში გადავიყვანთ, მოძრაობაც აღდგება“, - აცხადებენ კომპანიაში, თუმცა დროს ვერ აზუსტებენ. 

მათივე ინფორმაციით, მეტროს მეორე ხაზი მუშაობას აგრძელებს. 

BM.GE-ის ინფორმაციით, მეტროსადგურ "ისანში" მატარებელი 10 წუთის განმავლობაში გაჩერებული იყო, შემდეგ კი მგზავრებს ტექნიკური გაუმართავობის მიზეზით ვაგონები დაატოვებინეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები