მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება - თბილისის მერია

62557a1c4a4a6
თელარა გელანტია
12.04.22 17:08
3259
თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება.

როგორც bm.ge-ს მერიიდან აცნობეს, შეფერხების მიზეზი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზია, რისთვისაც საჭირო გახდა მისი დამხმარე მატარებლით ჩიხში გადაყვანა.

„მოძრავი შემადგენლობები გადაადგილდებიან ზონალურად და მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ, მხოლოდ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „სადგურის მოედნის“ მიმართულებით იმგზავრონ. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი კი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები