მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მოსახლეობა 1.33 მილიონია - საქსტატი

თბილისი

საქსტატი საქართველოს მოსახლეობის აღწერასთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. საქსტატის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 2024 წლის აღწერის თანახმად 3,929,581-ია.

მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქალაქო ტიპის დასახლებებში ცხოვრობს მოსახლეობის 62 პროცენტი (2 442 231 კაცი), ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებებში 38 პროცენტი (1 487 350 კაცი).

2024 წლის აღწერის მონაცემებით, ქ თბილისში ცხოვრობს 1 331 485 კაცი, რაც საქართველოს მოსახლეობის 34 პროცენტს შეადგენს. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის (510 741 კაცი) და ქვემო ქართლის (441 630 კაცი) რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 13 და 11 პროცენტი.

რეგიონების მიხედვით საქართველოს მოსახლეობა ასე ნაწილდება:

  • ქ. თბილისი — 1,331,485 ადამიანი
  • იმერეთი — 510,741 ადამიანი
  • ქვემო ქართლი — 441,630 ადამიანი
  • აჭარის ა.რ. — 402,929 ადამიანი
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 305,597 ადამიანი
  • კახეთი — 303,833 ადამიანი
  • შიდა ქართლი — 251,736 ადამიანი
  • სამცხე-ჯავახეთი — 155,282 ადამიანი
  • გურია — 102,408 ადამიანი
  • მცხეთა-მთიანეთი — 94,039 ადამიანი
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 29,901 ადამიანი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები