მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მშრალი პორტის ერთ-ერთი მიმართულება საექსპორტო ტვირთების მომსახურება იქნება - ჯემალ ინაიშვილი

ჯემალ ინაიშვილი

Tbilisi Dry Port-ში აცხადებენ, რომ საერთაშორისო კომპანიების მხრიდან, რომლებიც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანს იყენებენ, ლოგისტიკური ცენტრით დაინტერესება მაღალია.

როგორც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ ინაიშვილმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, თბილისის მშრალი პორტის ერთ-ერთი მიმართულება საექსპორტო ტვირთების მომსახურება იქნება, მათ შორის ცენტრალური აზიის და მეზობელი ქვეყნების ტვირთების.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით სასაწყობე ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაზრდილია.

“თბილისის მშრალი პორტი მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილ ტვირთებზე არ იქნება გათვლილი, ჩვენ არამარტო იმპორტზე ვართ ორიენტირებული, ასევე ექსპორტიც გვაინტერესებს. დღევანდელი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ბევრი კომპანია ეძებს გზებს, განსაკუთრებით ცენტრალური აზიის მიმართულებით, რათა აქ განათავსონ საქონელი შემდგომი ტრანსპორტირებისთვის, ცენტრალური აზიის და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ჩვენი ამოცანაა, რომ დიდ მოთამაშეებს, რომლებსაც ასეთი სასაწყობე ცენტრები სჭირდებათ, მომსახურება შევთავაზოთ. თუმცა საქართველოს შედარებით მცირე ექსპორტი აქვს, მაგრამ ამ მიმართულებით დიდი პოტენციალია სომხეთში, აზერბაიჯანში და ცენტრალურ აზიაში, გვინდა, რომ დიდი ჯაჭვი შევქმნათ, რათა საქართველოდან დატვირთული კონტეინერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადანაწილდეს”, - განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.

ცნობისთვის, ინტერმოდალური ლოგისტიკური ცენტრი „თბილისის მშრალი პორტი“ მომავალი წლის იანვრიდან დაიწყებს ოპერირებას, ტერმინალი გააერთიანებს როგორც სასაწყობე ინფრასტრუქტურას, ასევე საბაჟოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები