ცოტა ხნის წინ თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა. ეს არის ქართული სამუზეუმო სივრცის პირველი ორენოვანი მობილური აპლიკაცია, რომელიც დაინტერესებულ პირებს მიაწვდის ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამებზე და ასევე მიმდინარე თუ დაგეგმილ ღონისძიებაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ მობილური აპლიკაციაა, გარდა მუზეუმების ისტორიებისა და საგანმანათლებლო პროგრამებისა, შემეცნებით კომპონენტსაც აერთიანებს და აუდიტორიას ახალ სამუზეუმო თამაშს სთავაზობს. როგორ მიდის პროცესებისა და სერვისების გაციფრულება თბილისი მუზეუმებში?
სტუმარი: ნინი სანადირაძე - “თბილისის მუზეუმების გაერთიანების" გენერალური დირექტორი; #ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად