მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტისთვის საქართველო EBRD-სგან 26 მლნ ევროს მიიღებს

kalaZe

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და საქართველოს შორის, ხელი მოეწერა „თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტის“ სასესხო შეთანხმებას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა.

დღესვე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და ქ. თბილისის მერიას შორის გაფორმდა პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტის განსახორციელებლად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და მწვანე კლიმატის ფონდი (GCF) ჯამურად გამოყოფს 26 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან ფინანსურ რესურსს.

"სესხის თანხები მოხმარდება ნარჩენების დამუშავების სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც მოიცავს დახარისხების ობიექტის და მასალების აღმდგენი ობიექტის მშენებლობას.

პროექტს განახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მეშვეობით. შესაბამისად, პროექტის განხორციელების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს შპს თბილსერვის ჯგუფის დირექტორმა, დავით ფაჩულიამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები