მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგას - შალვა პაპუაშვილი

პარლა

"ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის „მშვიდობის პროექტი“ სულ უფრო მეტად ემსგავსება „ომის პროექტს“. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„არ ვიცი, რამდენად აცნობიერებენ ევროკავშირის დედაქალაქებში, რომ ‘მშვიდობის პროექტი’ სულ უფრო მეტად ემსგავსება ‘ომის პროექტს’. ამაზე თავად ევროკავშირის ლიდერებმა უნდა იმსჯელონ. თუმცა, ფაქტი ერთია – თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგას,“ – წერს პაპუაშვილი და აზიარებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას.

ორბანის თქმით, ევროკავშირის „საომარი გეგმის“ წინააღმდეგ ის პეტიციების კამპანიას იწყებს. უნგრეთის პრემიერის განცხადებით, ევროპა „ცხელი შემოდგომის ზღურბლზეა“, რადგან კონტინენტი „სულ უფრო სწრაფად მიექანება ომისკენ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები