მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის რომელ უბნებში ღირს ყველაზე ძვირი/იაფი ბინა/სახლი?

მშენებლობა

2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების
ფასების ინდექსი (RPPI) 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 15.6% შეადგინა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი - 2023 წლის III კვარტალის მონაცემებით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 35.9%-ით არის გაზრდილი.

RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (5.2%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (6.2%).

1 მ² ფასი ბინების სეგმენტში ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონში ღირს და 5 314 ლარს შეადგენს, შემდეგ მოდის ვაკე, სადაც კვადრატული მეტრის ფასი 4 756 ლარს შეადგენს, მესამე ადგილზეა საბურთალო, სადაც ფასი 3 652 ლარს აღწევს.

რაც შეეხება სახლებს, აქაც კვადრატული მეტრის ფასი ყველაზე მაღალი მთაწმინდაზე (4 049 ლარი), ვაკესა (3 511 ლარი) და საბურთალოს რაიონებშია (2 890 ლარი).

უბნების მიხედვით ბინის/კერძო სახლების ფასი:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები