მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის“ სტუდენტები სასწავლო პროცესს გამოეთიშნენ - თამარ ჟვანია ქალების ნარატივში

კონსერვატორიის სტუდენტები სასწავლო პროცესს გამოეთიშნენ და 31 უნივერსიტეტის სტუდენტის გაფიცვას შეუერთდნენ. სტუდენტების პროტესტი რუსული კანონის მიღებას ეხება, რომელსაც საზოგადოება მშვიდობიანი პროტესტის გზით ეწინააღმდეგება. "ჩვენ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები, პროფესორები და თანამშრომლები, კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულ ანტიკონსტიტუციურ, ანტიდასავლურ გზას..არასდროს შევეგუებით მჩაგვრელ, ღირსების შემლახველ სისტემას, რომელსაც დღეს საქართველოს მთავრობა და ძალოვანი სტრუქტურები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებენ. ამის გათვალისწინებით, კონსერვატორიის სტუდენტები ვეთიშებით სასწავლო პროცესს და ვუერთდებით გაფიცვას. მოგმართავთ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს: შემოგვიერთდით ამ ბრძოლაში”, – აცხადებენ კონსერვატორიის სტუდენტები. სტუდენტების მკაფიო პოზიციის მიუხედავად, კონსერვატორია იმ უნივერსიტეტების საერთო განცხადებას უერთდება, რომლებიც სტუდენტების გაფიცვას ეწინააღმდეგებიან და თვლიან, რომ პოლიტიკა და უნივერსიტეტი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, სწავლა კი ჩვეული რეჟიმით გაგრძელდეს - როგორია უნივერსიტეტის პროფესორების პოზიცია?

სტუმარი: თამარ ჟვანია - „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის" ასისტენტ - პროფესორი; #ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები