თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს. დღეს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად აბაშიძემ მხარი საკრებულოს 26-მა წევრმა დაუჭირა.
როგორც BM.GE-ის საკრებულოში განუცხადეს, მისი კანდიდატურა ვაკანტურ თანამდებობაზე ერთადერთი იყო.
დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ტყემალაძემ თბილისის ვიცე-მერის პოსტი დაიკავა.
თავმჯდომარედ არჩევამდე ზურაბ აბაშიძე 2021 წლიდან დღემდე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. ის ასევე იყო მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრი. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრი.
2017-2021 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში.
2012 – 2016 - საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
2010 – 2012 - თბილისის საკრებულოს წევრი; თავმჯდომარის მოადგილე.
2007 - 2008 - საქართველოს კონტროლის პალატის გენერალური ინსპექციის უფროსი.
2005 - 2007 - ფინანსთა მინისტრის მოადგილე; მთავრობის აპარატის უფროსი; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო მისიების მინისტრი.
2004 - 2005 - იუსტიციის მინისტრის მოადგილე; იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აპარატის უფროსი.
2000 – 2004 - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
1998 – 2000 - საქართველოს უშიშროების საბჭოს მრჩეველი სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საკითხებში.
1996 – 1998 - საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული განყოფილების უფროსი სპეციალისტი; რეზიდენტის ადმინისტრაციის კანცელარიის უფროსის თანაშემწე.
ზურაბ აბაშიძეს 1990 – 1995 წლებში დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 1993 – 1995 წლებში კი დიდ ბრიტანეთში მანჩესტერ სითის კოლეჯი სამართლისა და პოლიტიკის მიმართულებით.




























