მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი გადადგა - შსს

ლაშა ჯოხაძე

თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს უფროსი ლაშა ჯოხაძე "პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა" - ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს.

ჯოხაძე პოსტზე 2020 წლის 27 აპრილს დაინიშნა.

მთავარი სამმართველოს უფროსმა დეკლარაცია ბოლოს 2024 წლის დეკემბერში შეავსო, რომლის მიხედვითაც მისი წლიური ხელფასი 77 069 ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები