მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის თეატრალური ფესტივალისთვის ბიუჯეტიდან ₾1.1 მილიონი გამარტივებული შესყიდვით დაიხარჯება

თეატრი

მთავრობამ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ორგანიზებისთვის 1 100 000 ლარის გამარტივებული (პირდაპირი) შესყიდვის განხორციელების ნებართვა გასცა.

დოკუმენტის თანახმად, უფლება იმისა, რომ შესყიდვა კონკურსის გარეშე წარიმართოს, თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის საფუძველზე მიეცა. გადაწყვეტილების მიზეზად დასახელებულია სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების აუცილებლობა.

აღნიშნული მიზნით, ფესტივალისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა 1 100 000 ლარის ფარგლებში განხორციელდება.

საფესტივალო ცენტრი აღნიშნულ თანხას ორი წყაროდან მიიღებს:

  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან;
  • თავად ცენტრისთვის კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები